დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ იერიშს სამარცხვინოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება

დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ იერიშს სამარცხვინოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება

07-05-2025 02:29
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 470

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებული იერიშების შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს სამარცხვინოა და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე დასრულდება.

„ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ ახლა, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევდიოდით. ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. იცით, ისინი იბრძვიან უკვე მრავალი ათწლეულია და საუკუნეებიც კი, თუ კარგად დავფიქრდებით. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე