დონალდ ტრამპი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან - ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს

დონალდ ტრამპი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან - ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 19

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შემატყობინა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სალხში მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, იგივე გააკეთოს.

“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის - რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…

ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს,” - განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე