დონალდ ტრამპი - კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ

დონალდ ტრამპი - კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ

24-01-2025 23:07
კატეგორიები: მსოფლიო

კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა.

„მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ტარიფები შეერთებულ შტატებს მდიდარ ქვეყნად აქცევს.

„სიტყვა ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სიტყვაა ლექსიკონში. ის არის დაბალანსებული ვაჭრობის გასაღები“, – აცხადებს ტრამპი და აღნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები ცუდი მენეჯმენტის მაგალითია, რადგან აშშ კანადას 200 მილიონ დოლარს უხდის.

პოსტი ნახა: 299


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!