დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 12

დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს.

„ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, „თუ ირანი თამაშს გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება“.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს.

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს. „დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.  დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ",- წერენ მსახიობები.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელს, ივანე გოგლიძეს, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე