დონალდ ტრამპი - პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო - ერთმანეთს უნგრეთში შევხვდებით

დონალდ ტრამპი - პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო - ერთმანეთს უნგრეთში შევხვდებით

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 64

ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ დღევანდელი საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

“ამ წამს დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი, ის ძალიან პროდუქტიული იყო.

პრეზიდენტმა პუტინმა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი მშვიდობის მიღწევა მოგვილოცა, ის, რაზეც, მისი თქმით, ის საუკუნეებია ოცნებობდა. ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებს რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულის მიღწევას. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას, ბავშვებზე მისი ჩართულობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება.

ასევე, საუბრის დროის დიდი ნაწილი გავატარეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის საკითხზე მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დასრულდება. საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ იქნება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, შემდეგ კვირას.

შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს სხვა ხალხთან ერთად, ვინც დადგენილი იქნებიან. შეხვედრის ადგილი გასარკვევია.

ამის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე წინასწარ შეთანხმებულ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ “სამარცხვინო” ომის დასრულება.

პრეზიდენტი ზელენსკი და მე ერთმანეთს ხვალ, ოვალურ ოფისში შეხვდებით, სადა პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარსა და ბევრ სხვა საკითხს განვიხილავთ. მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული”, - წერს ტრამპი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე