დონალდ ტრამპი რუსული თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ეს არ მომწონს, შეიძლება, დიდი პრობლემა იყოს

დონალდ ტრამპი რუსული თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ეს არ მომწონს, შეიძლება, დიდი პრობლემა იყოს

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 393

ეს არ მომწონს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამი რუსული „მიგ-31“-ის ტიპის თვითმფრინავის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

„ეს არ მომწონს. შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. ეს უნდა შევამოწმო და ამ საკითხს მალე გავეცნობი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამი რუსული თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ 12 წუთის განმავლობაში დარჩა. მომხდარის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიგ-31“-ის ტიპის თვითმფრინავებს ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და დაგეგმილი ფრენა საერთაშორისო ავიაციის წესების სრული დაცვით განახორციელეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე