დონალდ ტრამპი - სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ

დონალდ ტრამპი - სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 247

სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მითხრა: „ამას არ გავაკეთებ, სანამ თქვენ პრეზიდენტი ხართ. მე ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მან ასევე თქვა: „მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთის ძალიან მომთმენია“. ვფიქრობ, ეს არ მოხდენა, სანამ მე აქ ვარ. ვნახოთ”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„ბაიდენმა და იქამდე ობამამ, დაუჯერებელი რამ გააკეთეს. ბაიდენმა ჩინეთი და რუსეთი დააახლოვა. რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან. რუსეთს უზარმაზარი მიწა აქვს, ხოლო ჩინეთს დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავს. ჩინეთს რუსეთის მიწა სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე