აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი უარს იტყვიან აშშ დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.
„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი საკუთარ ონლაინ-პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, ამერიკას უნდა დაემშვიდობოს.