დონალდ ტრამპი - უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა, იცოდეთ, რომ აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 163

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკელი ხალხის სახელით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მამაც ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპი ხაზს უსვამს, რომ უაზრო მკვლელობების დასრულების დროა.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე