დონალდ ტრამპი - უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება მაგრამ ისინი ბევრ მიწას მიიღებენ

დონალდ ტრამპი - უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება მაგრამ ისინი ბევრ მიწას მიიღებენ

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 124

ევროპელები უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზად არიან - ჩვენ მათ დავეხმარებით, განსაკუთრებით ჰაერში , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპელ ლიდერებს ამ ომის დასრულება სურთ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი თავისი ხალხის ადგილზე განთავსებისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით ჰაერში, რადგან ისეთი შეიარაღება არავის აქვს, როგორც ჩვენ. მაგრამ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, პრობლემა არ იქნება. უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება. უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება. უკრაინა ერთგვარი ბუფერული ზონა იყო რუსეთსა და ევროპას შორის. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბაიდენი არ ჩაერია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტერიტორიების გაცვლის ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს.

„უკრაინა სიცოცხლეს უკან დაიბრუნებს. მათი ხალხის მკვლელობები დასრულდება და ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს ომი იყო და რუსეთი ძლიერი სამხედრო ქვეყანაა. შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. უკრაინელი ჯარისკაცები მამაცები არიან, რადგან ისინი გაცილებით დიდ ძალას ებრძვიან. რუკას თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკავებულია. დონბასის შესახებ საუბრობენ, მაგრამ დონბასის 79% რუსეთის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკა, რადგან ეს „პუტინის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა“.

„ეს არ გავაკეთე, რადგან მათ თბილი ურთიერთობები არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს თეთრ სახლთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ ჰქონია. პუტინმა მითხრა, რომ უკვე წლებია, რაც ევროპიდან საუბარი არავისთან ჰქონია. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. თქვენ ნახეთ, როცა ის მისი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და მე ჩემი თვითმფრინავიდან, იქ სითბო იგრძნობა და ეს კარგი რამ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე