დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე - ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შეხვედრა შედგება

დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე - ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შეხვედრა შედგება

30-08-2025 22:30
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 720

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Daily Caller-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამმხრივი [შეხვედრა] შედგება. ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შედგება. მაგრამ, როგორც იცით, ხალხი ხანდახან მზად არ არის ამისთვის. ანალოგიას ვიყენებ. რამდენიმეჯერ გამოვიყენე. ბავშვი გყავთ, სათამაშო მოედანზე კიდევ ერთი სხვა ბავშვია, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და იწყებენ მუშტების ქნევას, გინდა, რომ გაჩერდნენ და ისინი აგრძელებენ. ცოტა ხნის შემდეგ მათ ძალიან უხარიათ გაჩერება. გესმით ეს? თითქმის ასეა. ხანდახან ცოტა ხანი უნდა იჩხუბონ, სანამ მათ გაჩერებას შეძლებ. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ხალხი მოკვდა,” - განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე