დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დაწესდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დაწესდება

10-02-2025 16:08
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 522

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში შესულ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადს დააწესებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს ყველასთვის გამოაცხადებს.

BBC-ი წერს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი ყველაზე დიდ გავლენას კანადაზე მოახდენს, რადგან კანადა და მექსიკა ფოლადის მიწოდების კუთხით აშშ-ის ორი უდიდესი პარტნიორია. ამასთან, კანადა აშშ-სთვის ალუმინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შეერთებული შტატებიდან იმპორტზე გადასახადებს აწესებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე