დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს

20 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 328

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან არსებობს პროგრესის შანსი და სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გააუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა სურს. კერძოდ, კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მშვიდობა, ტრამპმა უპასუხა : „მჯერა“.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა : „მჯერა“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ომის დასასრულებლად.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე