დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა

13 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, ტრამპი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ამერიკა ზეიმობს შეიარაღებული ძალების შეუდარებელ სიძლიერეს, სიმტკიცესა და ძალას.

„ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თავისუფლების ჩვენი წმინდა მემკვიდრეობითი უფლება ყველა საფრთხისაგან, როგორც უცხოურისგან, ასევე შიდა სახელმწიფოებრივისგან. 1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები სამართლიანად ჩაება იმ ბრძოლაში, რაც შემდგომში იქცა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლის აპოგეად. 250 000-ზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სიცოცხლე ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო საკუთარი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე ეს ომი არ იქნებოდა მოგებული და დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა“, – აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში.

ტრამპის თქმით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უაზროდ დაკარგული მილიონობით სული არის შეხსენება, თუ რატომ უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ ძლიერების მეშვეობით.

„მე მტკიცედ ვარ მოწადინებული, შევწყვიტო წლების განმავლობაში დაუსრულებელი უცხოური ომები და თავიდან ავირიდო სიცოცხლის შემდგომი დანაკარგი. ჩემს საინაუგურაციო მიმართვაში როგორც განვაცხადე, ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ. ჩემი უდიდესი მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის მემკვიდრეობა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ასევე მადლობას უხდის დიდებული თაობის ყველა პატრიოტს, ვინც დატოვა საკუთარი სახლი და ოჯახი, რათა ებრძოლა ამერიკის თავისუფლებისთვის შორეულ მიწებზე.

პოსტი ნახა: 353


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე