დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაზარდა

დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაზარდა

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 276

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში H-1B სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ ნაბიჯით ტრამპს სურს, წაახალისოს ამერიკელების დასაქმების შანსები.

როგორც მედია წერს, აღნიშნული სავიზო პროგრამით ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები სარგებლობენ, რომლებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას ძირითადად ინდოეთიდან და ჩინეთიდან ცდილობდნენ.

ამ დრომდე სავიზო მოსაკრებლის ფასი 215 დოლარიდან იწყებოდა და, ვიზის გაცემის შემთხვევაში, დამატებით გადასახადებსაც მოიცავდა. წელიწადში 85 ათასამდე ვიზა გაიცემოდა. ახლა კი სავიზო გადასახადი წლიურად 100 ათასი დოლარი იქნება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე