დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, რომ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, თანაშემწეებთან ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ბლოკადის მეშვეობით ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააძლიეროს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 33

დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, რომ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თანაშემწეებთან ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ბლოკადის მეშვეობით ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააძლიეროს.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ირანში საჰაერო იერიშების განახლება ან კონფლიქტიდან გასვლა უფრო მეტ რისკს უკავშირდება, ვიდრე ბლოკადის შენარჩუნება, რომელიც ირანის პორტების გარშემო მოქმედებს.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები შეისწავლიან სცენარს, თუ როგორი რეაქცია ექნება ირანს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში აშშ-ის გამარჯვებას გამოაცხადებს.

როგორც გამოცემასთან საუბარში წყაროებმა აღნიშნეს, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების დავალებით სწავლობენ, რათა გაიგონ რა შედეგი ექნება ტრამპის მიერ კონფლიქტიდან გამოსვლას შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების დროს „რესპუბლიკელთა“ შანსებზე.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არსებობს შანსი იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განაახლოს, თუმცა დეესკალაციამ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლა შეამციროს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან ომში წარმატებას აღწევს.  „სამხედრო თვალსაზრისით ეს კონკრეტული მოწინააღმდეგე დავამარცხეთ “, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული სახელმწიფო ვახშამზე, რომელიც მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად წარმოთქმული სიტყვით დაიწყო.  მისი თქმით, აშშ არასდროს დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზიც ეთანხმება მას.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

მსგავსი სიახლეები

35 წუთის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე