დონალდ ტუსკი - ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთის და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად

დონალდ ტუსკი - ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთის და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად

26-07-2025 18:41
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 932

ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთის და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ ნატო-სა და აშშ-ის ყველა შეფასებით, რუსეთი და ჩინეთი უკვე 2027 წელს იქნებიან მზად გლობალური კონფრონტაციისთვის. ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან არა საომარი სიტუაციისთვის, არამედ სიტუაციისთვის, რომელშიც ჩვენი გლობალური მოწინააღმდეგეები მზად იქნებიან ასეთი კონფრონტაციისთვის.

რუსულ გეგმა მარტივია, ეს საიდუმლო არაა. როდესაც 2027 წელი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალის შესაძლო ტესტი გვიახლოვდება, რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის გაყოფა, და პოლონეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნების გაყოფა და დანარჩენი დასავლეთისგან იზოლირება“, - განაცხადა ტუსკმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე