რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იაბლონოვკაში, ილინოვსკაიას თემში, რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი სახლი დააზიანეს. კიდევ ერთი ადამიანი კონსტანტინოვკაში დაიღუპა“, - აღნიშნა ფილაშკინმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პოკროვსკის მცხოვრები დაშავდა.