დუბაიში ირანის დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დარტყმები განხორციელდა ბაჰრეინშიც, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ხანძარი დუბაიში, პალმის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Fairmont-თან გაჩნდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
ასევე, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ მანამაში რაკეტა საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
„სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას აგრძელებს“, - ნათქვამია ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.