ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც, - ამის შესახებ პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა განაცხადა.  როგორც ის განმარტავს, მისი ძმა მძიმე მდგომარეობაშია.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 26

ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც, - ამის შესახებ პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ძმა მძიმე მდგომარეობაშია.

„ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, ფიზიკურადაც ცუდადაა, ნეკნი აქვს ჩამტვრეული, ტანზე ჩალურჯებები, დაბეჟილობები აქვს, მძიმედ არის. კარგად არ არის, რთულადაა. დაზიანებები რა თქმა უნდა, გარეგნულად აღენიშნება, სახე მთლიანად ჩალურჯებული აქვს, ხელები, ფეხები, კისერი, ხელი შეხვეული აქვს - მთელ ტანზე აქვს ნაჭდევები. ვიდეოში 30 კაცი ურტყამდა მგონი და 30 კაცი ერთ კაცს, დაბმულს რომ ურტყამს, ის კარგად როგორ იქნება? სახეში ურტყამდნენ ფეხებს გამეტებით! გამეტებული ჰყავდათ, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც არ მოუვიდა, შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. თვითონ არაფერს ამბობს, ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც.

იქ მე არ ვყოფილვარ, რაც ვიცი, გადამოწმების მიზნით გააჩერეს, მერე აგრესიულად წავიდა მიმართვები, აგინებდნენ, თან ურტყამდნენ“, - აცხადებს ლოცულაშვილი.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა 6 პოლიციელის დაკავება, ის ასე პასუხობს:

„შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, პროკურატურა იძიებს საქმეს და პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენი პირია დასაკავებელი და დასასჯელი ამ ამბავზე. ერთი რაც მაინტერესებს, ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა. რაში სდებენ ბრალს? გამოუშვეს ბრალდებულის სტატუსით და რაშია ბრალდებული ჩემი ძმა, ვერ ვხვდები",- განაცხადა ლოცულაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.  სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„ოცნებამ“ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა - გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კორპუსების და უხარისხო ხორცის გაყიდვით იყო დაკავებული, მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა და რაც მთავარია, ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე