ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.
მომხმარებლები შესაბამის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
წყარო: interpressnews.ge