პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება

26-11-2024 14:40
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 407


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე