საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასა და აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი ორივე შემთხვევაში ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც სუბელიანი და ხოშტარია პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილები.
ცნობისთვის, ანა სუბელიანს, ელენე ხოშტარიას და სხვა პირების მიმართ შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.