📍 ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"„ელისო კილაძე არ გამოუკითხავთ. ბრალი წაუყენეს. დაკავების ოქმი გადმოგვცეს, გადმოგვცეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებულებები და საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. სავარაუდოდ, როგორც გამომძიებელთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა. საქმე მოცულობითია, 20 ტომია. ელისო კილაძე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ადგილები არ არის და პროკურატურიდან პირდაპირ წაიყვანეს. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
📍 ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პოსტი ნახა: 15
წინა ახალი ამბავი
📍 ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატმა, ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
შემდეგი ახალი ამბავი
📍 "ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ!" - ელისო კილაძე