დღეს პარიზში საქართველოს პრეზიდენტთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს საკითხი, კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მომავალი, რეგიონი. მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოში დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ქართველი ხალხის მომავალი ჭეშმარიტად ევროპულია“, - აღნიშნა მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეომიმართვაში.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.