ემანუელ მაკრონი - რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს

ემანუელ მაკრონი - რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს

16-05-2025 22:37
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 467

რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს და უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე