ემანუელ მაკრონი - ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს

ემანუელ მაკრონი - ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 158

ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა - ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. სრულიად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი თავის სიტყვასა და ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„შესაძლოა, ზედმეტად პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე