ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, წერეთლის, აღმაშენებლის, ჟებოტის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, სოფელ გლდანში, მუხათგვერდსა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.