ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს ადამიანის უფლებების დაცვისთვის

ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს ადამიანის უფლებების დაცვისთვის

11-12-2024 20:16
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1243

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების გამო.

„აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რუფატ საფაროვი, სევინჯ ვაგიფგიზი, აზერ გასიმლი, ფარიდ მეჰრალიზადა, ბახტიარ ჰაჯიევი, გუბად იბადოღლუ, დამოუკიდებელი ტელევიზია Meydan TV-ის ახლახან დაკავებული თანამშრომლები და მრავალი სხვა, რომლებიც დააკავეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობისთვის“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს ადამიანის უფლებების დაცვისთვის, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აიღო“, - დასძინა ბლინკენმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე