ექიმი დავით ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ - არ ვიცი, დაკავების მოლოდინი უნდა მქონდეს თუ არა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა გქონდეს

ექიმი დავით ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ - არ ვიცი, დაკავების მოლოდინი უნდა მქონდეს თუ არა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა გქონდეს

35 წუთის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 36

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ, - ამის შესახებ ექიმმა, დავით ჩახუნაშვილმა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლებმა, ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები და დაინტერესდნენ, იყო თუ არა კვლევაში საუბარი ნივთიერებაზე „კამიტი“, მაშინ, როცა მათ ანგარიშში ეს ნივთიერება ნახსენები არ არის.

„აინტერესებდათ თუ სად ვსწავლობდი, თუ როგორია ჩემი სამეცნიერო ხარისხი და სად მაქვს კვლევები გამოქვეყნებული. მეორე საკითხი შეეხებოდა [ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ] კვლევას, დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიაზე, შინაარსსა და დასკვნაზე. დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, თუ რა იყო კვლევის მიზანი, როგორი იყო მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ რა იყო დასკვნა, როდესაც ამაზე პასუხი გაცემული მქონდა. როგორც ჩანს ვერ მიხვდნენ, არ იყვნენ კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად გაცნობიერებულები და გარკვეულნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ.

ასევე, დაინტერესდნენ ფიგურირებდა თუ არა „კამიტი“ ჩვენს სტატიაში. ჩვენ კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა.

დაკავების მოლოდინი, არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ“, - განაცხადა დავით ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოკითხვაზე ხდება იმ პირების დაბარება, რომლებიც BBC-ს რესპონდენტები იყვნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე