ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

37 წუთის წინ
კატეგორიები: სამართალი RSS
პოსტი ნახა: 67

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.

“სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე. ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში. მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე“, - წერს ჩახუნაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. ამ თემაზე BBC-ის ერთ-ერთი რესპონდენტი ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი იყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე