საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 7 აპრილს საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირში, ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ექვსი ერის ფესტივალზე პირველად გასულ წელს ითამაშეს და საფრანგეთის ნაკრებს 20:19 მოუგეს, შოტლანდიასა (14:22) და ინგლისთან (19:26) კი დამარცხდნენ.
წლევანდელი ფესტივალის გახსნის მატჩში, 10 აპრილს ერთმანეთს საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ეთამაშებიან; 14 აპრილს ქართველი მორაგბეები – უელსს, ხოლო 18 აპრილს ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა აღნიშნული ფესტივალისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:
შერკინება: ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, დავით ხურციძე, ანდრია ბილანიშვილი, იოსებ ღვინჯილია, დავით ბარამია, ნიკოლოზ ჩხორთოლია, შოთა გვრიტიშვილი, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე.
ხაზი: გოგა უშვერიძე, გიორგი ხონელიძე, ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ავთანდილ ზვიადაძე, ივა კვირიაშვილი, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.