ერევნიდან ბათუმისკენ სარკინიგზო რეისები 14 ივნისიდან დაიწყება - უქმდება ერევანი-თბილისის რეისი

ერევნიდან ბათუმისკენ სარკინიგზო რეისები 14 ივნისიდან დაიწყება - უქმდება ერევანი-თბილისის რეისი

21-05-2025 03:33
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 537

South Caucasus Railways-ის საერთაშორისო რეისი - ერევანი-ბათუმი-ერევანი მოძრაობას 14 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ სომხური გამოცემა News.am წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება, South Caucasus Railways-ისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს შორის, 20 მაისს გამართული შეხვედრისას შედგა.

მატარებელი ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში იმოძრავებს, ხოლო ბათუმიდან რეისები კენტ რიცხვებში შესრულდება. მგზავრობის დრო კი 16 საათი იქნება.

ერევანი-ბათუმი-ერევანის სარკინიგზო რეისის შემოღებას ტურისტული დატვირთვა აქვს და 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე იქნება ძალაში - ამ პერიოდში ერევანი-თბილისის რეისი უქმდება.

ერევანი-ბათუმი-ერევანის საერთაშორისო მატარებელი 3 ტიპის თანამედროვე ვაგონისგან შედგება: დაჯავშნილი ადგილებით; კუპეთი და საძილე ადგილებით.

ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება - მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც სომხეთისა და საქართველოს მთავარ რკინიგზის სადგურებში, ასევე ონლაინ. ფასები ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე