ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება

ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება - ორივე დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მოექცევა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდება. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს კულტურის მინისტრი დაამტკიცებს. კულტურის მინისტრის პრეროგატივა იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თავის დროზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა.

“ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად დაკავშირებულია პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად - კულტურის სამინისტროსთან. პარლამენტთან მისი სამართლებრივი კავშირი ბუნდოვანია, რადგან ის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული არ არის, აქვს ცალკე სახაზინო კოდი, თუმცა მაინც პარლამენტის ნაწილია. გარკვეული ჰიბრიდია, რომელიც ასეთი სახით ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს. ასეთ სტრუქტურის შექმნას თავისი პრეისტორია აქვს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა, თუმცა პარლამენტის ბიბლიოთეკა და აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა არსობრივად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლიკების დეპარტამენტი შეიქმნება. დეპარტამენტი მთავრობის კოორდინაციის ქვეშ მოექცევა - მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.

პოსტი ნახა: 72


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!