„ერთობის მარშის“ მონაწილეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს

„ერთობის მარშის“ მონაწილეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

მოქალაქეებმა, რომლებიც ისნის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, „ერთობის მარშით” კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

შეკრებილები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები, რომლებზე მათი შვილები არიან გამოსახულები.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.

ასევე, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარები მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაჟღერეს.

 

წყარო

პოსტი ნახა: 174


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე