ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 173

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც პროცესზე ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

პროკურორის განმარტებით, გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე, მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს - ყოფილი პრემიერის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს.

უფლებადამცველმა, ბერდია სიჭინავამ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წაუყენეს. „რომელი ახალი დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, როცა ძველი არ არსებობს?!," - განაცხადა მან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე