ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს - არსებული ინფორმაციით, მათ ნაწილთან უწყების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს - არსებული ინფორმაციით, მათ ნაწილთან უწყების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

4 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მერიასთან გადაინაცვლეს.

მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ უწყებაში შევიდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილით ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ.

გარდა ამისა, დაზარალებულები დილიდან მოითხოვდნენ, რომ ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლები მისულიყვნენ, მაგრამ უწყებიდან არავინ გამოჩენილა.

პოსტი ნახა: 164


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე