რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. როგორც Euronews წერს, მათ შორის ერთ-ერთი 2 წლის იყო.
ამასთან, დაშავებულთა რაოდენობა 160-ს აღემატება, რომელთაგან 16 ბავშვია.
უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.
31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რვა რაკეტა გაუშვა.