ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.  ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 12

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ (ესპანეთი) და მაღალი დონის დელეგაციამ დღეს დაასრულეს რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანიც დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ინფორმაციაში აღინიშნება, რომ ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, პარლამენტში და მის გარეთ არსებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, მის გარეთ მყოფ პირებს, როგორც ჩანს, მუდმივი აქტიური ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ მოუწოდებს ყველა მხარეს, კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენისკენ მიმართული პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ.

"ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება", - აღნიშნავს ასამბლეის პრეზიდენტი.

პრესრელიზის თანახმად, დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და იმას, რომ როცა ჩატარდება, შემდეგი არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს ეუთო-ს ვალდებულებებს.

თუმცა, დელეგაციამ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც დაბრკოლებას წარმოადგენს ამ მიზნების მისაღწევად და დასძინა, რომ მომავალში ამომრჩევლები დააჯილდოებენ მათ, ვინც მათ კონსტრუქციულად მიჰყვება.

„ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის მიღწევაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იგივეს ველით პოლიტიკური ლიდერებისგანაც საქართველოში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაკამ და დასძინა:

„კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორც ოქტომბერში: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა მათი დამხობისკენ მიმართული ძალადობით“.

დელეგაციის წევრმა, კრისტინ ბლოუერმა კი აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარება ქართველი ხალხისა და ლიდერების გადასაწყვეტია.

„ჩვენი, ეუთო-ში ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანოში, პრობლემების მოგვარება არ არის საჭირო. ეს ქართველი ხალხისა და ლიდერების გადასაწყვეტია და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, - განაცხადა კრისტინ ბლოუერმა.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, რაც, მათი თქმით, სავარაუდოდ გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს.

„ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური ან სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის“, - განაცხადა ევროსიმა პეიოვიჩმა, რომელმაც ასევე აღნიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება და მოუწოდა ხელისუფლებას, გამოესწორებინა ხარვეზები.

"ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა მიმდინარეობდეს და ბოიკოტი არ შეიძლება იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, - დასძინა მან.

პრესრელიზის თანახმად, დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვეს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო.

"ვიზიტის პირველ დღეს წევრები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაემგზავრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ ოკუპაციის გაგრძელების ჰუმანიტარული შედეგები საერთაშორისო შეშფოთების საგანად რჩება, - აღინიშნება განცხადებაში.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტი ასამბლეის საქართველოსთან მუდმივი ჩართულობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით და მოსალოდნელია, რომ მისი დასკვნები განიხილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ყოველწლიურ სესიაზე ჰააგაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე