ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი,- ამის შესახებ ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.   მისივე განცხადებით, საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება, პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან "მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა" და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 15

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი,- ამის შესახებ ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სიტყვით გამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის სახელით.

ასევე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიცაა პოლიტიკური პლურალიზმი.

მისივე განცხადებით, საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება, პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან "მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა" და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, როგორც ბევრმა აღნიშნა, გაუარესებას აგრძელებს. საქართველოს მთავრობას განზრახ მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენ, ისინი საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შლიან.

ბოლო დროის კანონები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებასთან ერთად, ძალიან ნათლად აჩვენებენ, რომ მთავრობა უგულებელყოფს კანონის უზენაესობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები მოელიან მთავრობისგან, რომელიც ჯერ კიდევ იბრალებს თითქოს ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის.

ასე რომ, ჩემი პირველი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და მსგავსი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი. არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.

საერთაშორისო კანონი ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და უკანონო შეზღუდვები. მეორე - ევროკავშირი თავის სოლიდარობას გამოხატავს ყველასადმი, ვინც უკანონოდ დააკავეს, ცუდად მოექცნენ და დააპატიმრეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

წამება და ცუდად მოპყრობა სრულიად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციური ლიდერები ძალადობის, დაპატიმრებების წინაშე აღმოჩნდნენ და კონსტიტუციური აკრძალვა ახლოვდება. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკებს ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიცაა პოლიტიკური პლურალიზმი.

საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში. გასულ კვირას თქვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტეთ საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებისთვის. და ეს პასუხია საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევებზე, რომლებიც მან უვიზო მიმოსვლის მიღების დროს აიღო”, - განაცხადა ჰუკსტრამ.

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.     წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება”,- განაცხადა გრეგოროვამ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოებისა და იორდანიის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და ირანს ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 15-წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ორმა კი - ჩინეთმა და რუსეთმა - თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე