ევროკავშირი - უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი - არა

ევროკავშირი - უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი - არა

20-02-2025 18:23
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1018

უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კი – არა, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირი დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

ევროკავშირის წარმომადგენლის, შტეფან დე კერსმაკერის თქმით, ევროკავშირს აქვს „პირდაპირი და მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, „პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურად აირჩიეს თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში“.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე