ევროკავშირი - ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით უნდა მოხდეს

17 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 64

ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. ბლოკი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ნიკოლას მადუროს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ სარგებლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციით და რომ ბლოკი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელას ხელმძღვანელობით, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო - ყველა, უნგრეთის გარდა.

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი იმსახურებს მშვიდობას და არა ომს - ეს იყო ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელას გზავნილი ახლა, ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
დონალდ ტრამპი - ჩვენ გრენლანდია გვჭირდება.  „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე