ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

21-01-2025 16:49
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 883

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +3.8%-ია.

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები:

გერმანია - 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა +14.3%;
გაერთიანებული სამეფო - 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +5.3%;
საფრანგეთი - 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +20.2%;
საბერძნეთი - 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +21.3%;
იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +24.6%;
ნიდერლანდები - 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +26.7%;
ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +13.8%.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე