ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში იმყოფებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში იმყოფებიან

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში აღნიშნავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

მისი თქმით, ლვოვში ევროპის დღეს სიამოვნებით მასპინძლობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

სიბიგას ინფორმაციით, მინისტრების ვიზიტი ლიჩაკივის სასაფლაოდან დაიწყო, სადაც პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი გმირების ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ანდრეი სიბიგას, კაია კალასსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შორის, რომელზედაც განიხილეს უკრაინის გაძლიერების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის მიზნით ერთობლივი შემდგომი ძალისხმევა.

სიბიგას განცხადებით, დღის წესრიგში შემდეგი ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების სპეციალური ტრიბუნალის საკითხებზე ძირითადი ჯგუფის შეხვედრა.

პოსტი ნახა: 39


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე