ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება - თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება - თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 249

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ფეისბუქ“ პოსტშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk)

ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS)

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე