ევროკომისიის სპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა - გავაგრძელებთ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს

12-03-2026 18:20
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 174

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნამდვილად, სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, განვიხილავდით ქართული ყულევის პორტის სიაში დამატებას [რუსეთის] “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებთან ინტერაქციებისა და შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა, ის რუსეთის ნავთობის რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

ასე რომ, ევროკავშირის სანქციების საკითხში წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს მთავრობისგან რიგი დაპირებები მიიღო, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი აქტივობები შეწყდება. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა.

დამატებითი დაპირებები მივიღეთ SOCAR-ისგან. ახსენეთ SOCAR, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც პორტით ოპერირებს.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს და არ მოგვერიდება ზომების მიღება ნებისმიერი აქტორის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი სანქციების გავლენისთვის აქტიურ ძირის გამოთხრაში შევამჩნევთ,” - განაცხადა მაკგერიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან შეკრებილი.  პროფესორებმა კანცელარიაში მიმართვა შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა არასწორია და რეფორმა უნდა შეჩერდეს.  პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ მიმართვას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 224 ლექტორი აწერს ხელს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე