ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება.  ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 22

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება.

ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

მოხსენებაში აღწერილია „უმაღლესი მზადყოფნა“ კრემლში „2026 წლის მარტის დასაწყისიდან“, რაც გამოწვეულია „რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ან გადატრიალების მცდელობის რისკით“.

„კერძოდ, პუტინს ეშინია დრონების გამოყენების შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან“,_ წერია დოკუმენტში.

მოხსენებაში სერგეი შოიგუ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი, მოხსენიებულია, როგორც „პოტენციური დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორი“.

დოკუმენტში ასევე აღწერილია დაძაბული შეხვედრა, რომელიც პუტინმა 2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში ლეიტენანტ-გენერლის მკვლელობის შემდეგ მოიწვია. შეხვედრაზე უშიშროების მაღალჩინოსნები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მსგავსი თავდასხმების აღკვეთის ჩავარდნაში.

დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ მოიპოვა ევროპულმა სადაზვერვო სააგენტომ ასეთი ინფორმაცია, თუმცა ეს მიუთითებს უმაღლესი დონის დახურულ დისკუსიებზე წვდომის გასაოცარ დონეზე.

„Важные истории“-მ დოკუმენტის ტექსტი სრულად გამოაქვეყნა, მიუხედავად ანონიმური წყაროსი, რაც საზოგადოებრივი ინტერესითა და რამდენიმე დეტალის დამოუკიდებელი დადასტურებით ახსნა.

„ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რუსეთის შესახებ“, — დაწერა გამოცემის გამომცემელმა, რომან ანინმა თავის სვეტში. „ჩვენ მოწმენი ვართ რუსული რეჟიმის ფუნდამენტურად განსხვავებულ მდგომარეობაში გადასვლისა“.

მოხსენების თანახმად, თანამშრომლებს, რომლებიც პუტინის სიახლოვეს მუშაობენ, აღარ აქვთ მობილური ტელეფონებით სარგებლობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის უფლება. ეს არის ფედერალური დაცვის სამსახურის (FSO) მიერ დანერგილი უსაფრთხოების ახალი, ექსტრემალური ზომების ნაწილი. „სათვალთვალო სისტემები დამონტაჟდა მზარეულების, ფოტოგრაფებისა და პირადი მცველების სახლებშიც კი“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, პუტინმა და მისმა ოჯახმა შეწყვიტეს მოსკოვის ოლქში მდებარე რეზიდენციების სტუმრობა, პრეზიდენტი კი მიმდინარე წელს სამხედრო ობიექტებზე აღარ გამოჩენილა.

როგორც „Важные истории“ იუწყება, მოხსენებაში მოცემული ინფორმაციის ნაწილი დამოუკიდებლად დადასტურდა. მაგალითად, FSB-ს ყოფილმა ოფიცერმა ჟურნალისტებს წლის დასაწყისში განუცხადა, რომ მოსკოვში ინტერნეტის ბოლოდროინდელ მასშტაბურ გათიშვაზე პასუხისმგებელი არა FSB, არამედ FSO იყო. იგივე მტკიცებულებაა მოყვანილი სადაზვერვო დოკუმენტშიც.

FSB-ს მოქმედმა ოფიცერმა კი ჟურნალისტებს აცნობა, რომ მის დანაყოფს პრობლემები აქვს სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოსმენების ნებართვის მიღებაზე, რადგან „მთელი აღჭურვილობა გადამისამართებულია მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგზე“.

უკრაინასთან ომში არსებული წარუმატებლობებისა და მზარდი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, შიშისა და დაძაბულობის სხვა ნიშნები საჯარო სივრცეშიც გამოიკვეთა. წლების განმავლობაში პირველად, მოსკოვის ცენტრში დაგეგმილ გამარჯვების დღის აღლუმზე მძიმე სამხედრო ტექნიკა არ გამოვა. კრემლმა ეს უსაფრთხოების ზომები უკრაინული დრონების დარტყმების საფრთხით ახსნა.

9 მაისის დღესასწაულს — რომელიც პუტინისთვის ცენტრალური მოვლენაა უკრაინაში შეჭრის „ნაციზმზე გამარჯვების გაგრძელებად“ წარმოსაჩენად — ასევე უჩვეულოდ ცოტა მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი დაესწრება.

უჩვეულო უკმაყოფილება გაჩნდა სოციალურ ქსელებშიც, სადაც რუსეთის მოქალაქეები მობილური ინტერნეტის ბლოკირებისა და ფასების ზრდის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.  „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების“ მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.  განცხადების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „კომერციული მიმოსვლის აღდგენის ძალისხმევას მხარს აქტიურად უჭერენ“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კერძო კომპანიის კუთვნილი აპარტამენტებიდან ადამიანის ჩამოვარდნის ეს პირველი შემთხვევა არაა.

მსგავსი სიახლეები

40 წუთის წინ
1 საათის წინ
2 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე