„ფაინენშელ თაიმსი“ - უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა

„ფაინენშელ თაიმსი“ - უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა

04-02-2025 18:30
კატეგორიები: მსოფლიო

უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ახლოს მყოფმა პირმა აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებები, როგორც ჩანს, შეესაბამება უკრაინის გამარჯვების გეგმას.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ უკრაინამ ტრამპს შესთავაზა „სპეციალური პირობები“ საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის, რაც ხაზს უსვამს მათ რუსეთისა და ირანისგან დაცვის აუცილებლობას.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა გეგმის მონახაზი ნიუ იორკში გასულ სექტემბერს, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს. იგი მოიცავს კრიტიკული ბუნებრივი რესურსების გაზიარებას დასავლელ პარტნიორებთან, ევროპაში აშშ-ის ჯარების შეცვლას უკრაინული ძალებით და ტრამპისთვის საინვესტიციო სკრინინგის ძალაუფლების შეთავაზებას უკრაინაში ჩინური ბიზნესის ინტერესების დაბლოკვისთვის.

როგორც გამოცემა წერს, კიევი ფლობს ტიტანის, რკინის საბადოებისა და ქვანახშირის უზარმაზარ რეზერვებს, ასევე დაახლოებით 500 000 ტონა გამოუყენებელ ლითიუმს, რომელიც მთლიანობაში ათეულობით ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინასთან შეთანხმება, რომლის თანახმად, უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

პოსტი ნახა: 333


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!