ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის

ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 208

ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამისთვის 90 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს. საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მისი ღირებულება გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება, რომელიც ევროპის „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით გადაირიცხება - სულ 90 მილიონი ევრო.

„ეს ახალი პაკეტი, ჩვენს 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, გააძლიერებს კავშირებს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას შორის“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე