„ფორმულა“ - ვახო სანაიას დაკავებას განვიხილავთ ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად რეჟიმის მხრიდან - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

„ფორმულა“ - ვახო სანაიას დაკავებას განვიხილავთ ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად რეჟიმის მხრიდან - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 170

მოვითხოვთ ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, - ამის შესახებტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.

არხი ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.

ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.

ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე